თეგებით ძიება
10. 08. 2022 News-ები

"რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი? რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს?" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი?
რა "ღირს":
კარგ წიგნს რომ წაიკითხავ და გაიგებ?
ბავშვი რომ გაგიღიმებს?
ღირებულ ახალს რომ შექმნი?
შენთვის ძვირფას ადამიანს რომ შეუყვარდები?
შენი ნების საწინააღმდეგოდ არავის სურვილს არ შეასრულებ?
სამშობლოს რომ დაიცავ?
ღმერთი რომ მეგობრად მიგიჩნევს?
ამას ყველაფერს ფასი არ აქვს - არც ერთად და არც ცალ-ცალკე.
იყიდო რომელიმე - შეუძლებელია.
არადა, სწორედ მათშია კაცის თავისუფლებაც და ბედნიერებაც.
რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს?
ბევრ ფულსა და დიდ მატერიალურ შეძლებას არ გაექცე, მაგრამ ნუ აქცევ მათ კერპად ("ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა.").
როგორც ერთხელ თემისტოკლემ თქვა:
"უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს", - წერს გია მურღულია.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა