თეგებით ძიება
12. 08. 2022 News-ები

„სუსტი ნერვებისა და ძლიერი სენტიმენტების მქონე ამხანაგებმა, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ“ - რას წერს გიორგი თვალაძე

ბიზნეს ტრენერი, „ინტელექტიკას“ დამფუძნებელი, გიორგი თვალაძე ბავშვთა აღზრდის შესახებ სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას ავრცელებს.

„როგორ კლავს აღზრდა ბავშვი სულიერ არსებას?

გაფრთხილებისმაგვარი: სუსტი ნერვებისა და ძლიერი სენტიმენტების მქონე ამხანაგებმა, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ.

მინდა ძალიან მოკლედ გაგაცნოთ "დისციპლინარული საზოგადოების" ოთხი სტრატეგიული მიზანი, რომელთა მეშვეობითაც, ის მოსიყვარულე და მზრუნველ მშობლებს, უბიძგებს, ბავშვის იმგვარად აღზრდისკენ, რომ ეს უკანასკნელი გარანტირებულად შევიდეს ცხოვრების წამგებიან - ინვერსიულ - თამაშებში:

1. რეალობის მოწყობა იმგვარად, რომელშიც ბავშვს გარანტირებულად გაუჩნდება აწმყოში არ ყოფნისა და არ მონაწილეობის სურვილი ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

2. რეალობის მოწყობა იმგვარად, რომელშიც ბავშვის შესაძლებლობებისა და უნარების გრადიენტის გადაჭარბების გზით, ბავშვი, საკუთარი გადაწყვეტილებით, უარს იტყვის რეალობის ისეთად მიღებაზე, როგორიც ის არის და მკვეთრად დააფიქსირებს საკუთარ ყურადღებას მისთვის არა-ალერტულ სივრცეზე, როგორც შედეგი კი - ინტროვერტირდება მასთან აკვიატებულ დაპირისპირებებში.

3. რეალობის მოწყობა იმგვარად, რომელშიც ბავშვისთვის "მიუღწეველი სრულყოფილების" კონტექსტის შექმნით, მოხდება ბავშვის თვით-დარწმუნება, რომ ის არის უძლური და არასრულყოფილი.

4. რეალობის მოწყობა იმგვარად, რომელშიც მშობლებისა და მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან, უმოწყალო იგნორირების გზით, მოხდება ბავშვის ინიციატივებისა და მოქმედებების გაუფასურება და ჩახშობა, დასტურისა და აღიარების არ მიცემის გზით კი, პირწმინდად განადგურდება მისი ცხოვრებისა და ყოფიერების საზრისი, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ტერიტორიის სივრცეში.

P.S. მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების მიღწევა, შეადგენენ დამამცირებელი ილეთების ბირთვს, რომლებსაც სულიერი არსება, ბავშვობაშივე მიჰყავთ უსასტიკეს დაცემამდე და არყოფნის იდენტობის [მზერის პოზიციის, დამკვირვებლის, თვით-აღქმის] ფორმირებამდე. აღზრდა აცარიელებს სულს, ამახინჯებს ფსიქიკას, ხლართავს გონებას და ემოციებს, ანადგურებს ფიზიკურ სხეულს და ბავშვის ყურადღების [ცნობიერების] ფიქსაციას ბრტყელ, უკიდურესად შეზღუდულ სივრცეზე ახდენს“, - წერს გიორგი თვალაძე.

???? როგორ კლავს აღზრდა ბავშვში სულიერ არსებას? ????

ℹ️ გაფრთხილებისმაგვარი: სუსტი ნერვებისა და ძლიერი სენტიმენტების მქონე...Posted by Giorgi Tvaladze on Friday, 12 August 2022


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა