თეგებით ძიება

”ჩემო პატარა, მამიკო შენს ტანსაცმელში თავჩარგული ქვითინებდა…” - 17 წლის დათი გუგავას და ემშვიდობება

ლეიკემიით გარდაცვლილ, 17 წლის დავით გუგავას თავისი და, ვიკა გუგავა ემშვიდობება, რომელიც სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ახლაც ჩამწუის ყურში იმ აპარატის ხმა, შენ რომ ჰაერს გაწოდებდა დათვი... რაც მოფერება და კოცნა დაგაკელი ჩემო პატარა, იმ დღეს გეფერე...

- დათუ როგორ ხარ?

- კარგად, არაფერი მიჭირს.

ვიცოდი, რომ არც ისე კარგად იყავი, მაგრამ ცდილობდი, ძლიერად ყოფილიყავი ბოლომდე... და მეც შენთან ერთად თავს ვიმაგრებდი, თავს უფლებას არ ვაძლევდი, რომ ცრემლი დაგენახა ჩემგან...

ბოლომდე შეეჭიდე ყველა გაუსაძლის ტკივილს...

დილის 6 საათი იყო, უკვე შენი პატარა გული უფრო მეტად აჩქარდა, მეგონა საგულედან ამოგივარდებოდა... მოსვენება დაკარგე.

ვერც ერთ მხარეს ვერ მოისვენე....

რომ გამომხედე, ის შენი დიდი თვალები მთელი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემო პატარა, არ დამავიწყდება..... ცრემლები ღაპაღუპით მომიდოდა, შენს ზურგს უკან ვიდექი, რომ არ დაგენახა, მინდოდა რამით დაგხმარებოდი ჩემო ბუთქუუუ.....

ბოლოს ექიმმა გარეთ უნდა გახვიდეთ, ბავშვი აპარატზე უნდა შევაერთოთო... ეს იყო სიკვდილის ტოლფასი ჩემთვის, თავში ყველაფერი გაცხელდა და კანკალმა ამიტანა...

მორჩა, აპარატზე შეგაერთეს...

ამის შემდეგ 5 წუთი გამაჩერეს შენთან და მითხრეს, ასე უკვე უფრო უკეთ არის შენი ძამიკოო...

ჩემო პატარა, რა მშვიდად იყავი... ფეხები მრჩებოდა რომ გამომიშვეს პალატიდან, ნეტავ კიდევ ვყოფილიყავი, ბევრ რამეს გეტყოდი... ორ საათში კი შენ აღარ იყავი, ჩემო პატარა... მამიკო შენს ტანსაცმელში თავჩარგული ქვითინებდა...

ყველაფერმა ფერი დაკარგა, გაშავდა.... რა ვუყო ამ სიცარიელეს, დათუ.... ამას ვერაფერი ამოავსებს... ჩემო დიდო ტკივილო, როგორ მოგიშუშო და მოგინელო.... მალე სახლშიც აღარ გვეყოლები..... კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ შევინახავ ჩემთვის და ისე გეტყვი...“, - წერს გარდაცვლილი მოზარდის და.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა