თეგებით ძიება
13. 08. 2022 მსოფლიო

კადიროველები, მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევას აპირებენ - რა უნდა დაარქვან მარიუპოლის?

ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარემ, რუსტამ ტაპაევმა მხარი დაუჭირა უკრაინის ქალაქ მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევას.

მისი თქმით, ასეთი ინიციატივა თავად მარიუპოლის მცხოვრებლებმა უნდა წამოაყენონ, რომლებიც კადიროვის „მადლიერნი“ არიან იმისთვის, რომ ჩეჩნეთის სამხედრო პერსონალმა „ქალაქი გაათავისუფლა“.

მანამდე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩეჩენი სამხედრო მარიუპოლის ქუჩებში მოძრაობს და ქალაქისთვის სახელის გადარქმევის იდეით გამოდის. ვიდეოში ის ამბობს, რომ ქალაქს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის პატივსაცემად, „ახმატი“ უნდა დაერქვას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა