თეგებით ძიება
13. 08. 2022 მსოფლიო

მონტენეგროს ხელისუფლების თავდასხმას დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული კამპანიის მორიგ ეპიზოდია - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მონტენეგროს ხელისუფლების თავდასხმა, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული კამპანიის მორიგ ეპიზოდია.

"მონტენეგროს ხელისუფლების თავდასხმას დასავლეთისა და მისი თანამგზავრების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული კამპანიის მორიგ ეპიზოდად მივიჩნევთ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც ოფიციალური პოდგორიცას უუნარობას, ჩამოშორდეს ასეთი დესტრუქციული ხაზის ავტომატურად გატარების პოლიტიკას, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის, ასევე საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, მანამდე, მონტენეგრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 7 აპრილს მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რომლებსაც შვიდ დღეში ქვეყნის დატოვება დაევალათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა