თეგებით ძიება
14. 08. 2022 News-ები

ქობულეთში მოკლული 21 წლის ბიჭის ვინაობა ცნობილია

ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში მოკლული 21 წლის ბიჭი ხაშურში მცხოვრები რეზი ლომსაძეა.

"ზღვაზე იყო წასული და ტელეფონის გულისთვის... წუხელ 3 საათზე მოასვენეს ეს ბავშვი. ტელეფონი მოუპარიათ და იმის გამო მოხდა. გორელია ის, ვინც მოკლა, დაკავებულია", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

გამოძიების ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევნა ლ. ი.-მ ცივი იარაღის გამოყენებით 2001 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა