თეგებით ძიება

„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო... ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა...“ - ზურა ხაჩიძე (ვიდეო)

მომღერალმა, ზურა ხაჩიძემ და მისმა მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიამ ვიდეო „ლაივის“ მეშვეობით, საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.

„ლაივის“ მაყურებლები მათი სიყვარულის ისტორიით დაინტერესდნენ, რაზედაც წყვილმა გულახდილად ისაუბრა.

„ჩვენმა სიყვარულმა ძალიან ბევრი ქარტეხილი გაიარა და გასავლელიც ბევრია. რა თქმა უნა მარტივი არ არის მშვიდი და წყნარი ცხოვრება“, – თქვა ხათუნამ.

ზურამ კი იხუმრა, რომ “გურული ქალის გვერდით ყოფნა მარტივი არ არის”.

„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო... ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ურთიერთობა 20 წელს ითვლის. როგორიც მინდოდა და წარმომედგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი, ხათუნა ზუსტად ისეთია. მე შემიყვარდა, მე ის ავირჩიე და მასში დავინახე ის თვისებები, რომელიც მე მომწონდა. ხათუნა ჩემი უმაგრესი მეგობარია“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.


Posted by ზურა ხაჩიძე Zura Khachidze on Saturday, 13 August 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა