თეგებით ძიება
14. 08. 2022 მსოფლიო

„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან მეგობრობას ურჩევს.

მისი თქმით, თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის „გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და „ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“, ამიტომ დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან, რათა უკბილოდ არ დარჩნენ.

„ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცვული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით.

ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა - მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, - წერს კადიროვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა