თეგებით ძიება
14. 08. 2022 მსოფლიო

მდინარე ოდერში ათასობით თევზი დაიხოცა

მდინარე ოდერში, რომელიც პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე მიედინება, ათასობით თევზი დაიხოცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული თვის ბოლოდან მდინარის ასობით კილომეტრზე ათასობით მკვდარი თევზი გამოჩნდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყალში ტოქსიკური ნივთიერება მოხვდა, თუმცა ზუსტი ქიმიური ნივთიერება, კვლევების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობი რჩება.

მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მდინარეში ჩასვლას მოერიდონ.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა