თეგებით ძიება
14. 08. 2022 News-ები

"მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა“ - რას ჰყვება შვილის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

ლილოს დასახლებაში შვილის მიერ საკუთარი დედის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლული 34 წლის ჟანა ხალილოვას მეგობარი ჰყვება, ქალს მეუღლესთან ჰქონდა პრობლემები, რომელთან ერთად აღარ ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს 2 შვილი ჰყავდათ, მათგან ერთი - 13 წლის გოგო დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო 17 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი დედა სასიკვდილოდ გაიმეტა, მამასთან ცხოვრობდა.

„ჟანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მგონია, მისმა მეუღლემ ჩაიდინა, დაგეგმა და შემდეგ შვილს შეასრულებინა. მეუღლესთან ჟანას პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა. ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მისი შვილი ცოტა ონავარი ბიჭი იყო. ის მამასთან ცხოვრობდა და დედას ხშირად ხვევდა პრობლემებში. ჟანას ქმარი ცოლზე ძალადობისთვის იყო გასამართლებული. ვერ ვიჯერებ, რომ მისი შვილის ჩადენილია. ჟანა იყო ძალიან თბილი, საოცრად მზრუნველი და ქმარ-შვილისგან დაჩაგრული. “ – უყვება ambebi.ge-ს გარდაცვლილი ქალის მეგობარი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა