თეგებით ძიება
14. 08. 2022 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციას დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის.

ორშაბათს დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს შეხვდებიან.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, რასაც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა