თეგებით ძიება
15. 08. 2022 მსოფლიო

ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 61 დაშავდა, 16 კი დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა