თეგებით ძიება
15. 08. 2022 News-ები

ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო - რას ამბობენ 34 წლის მოკლულ ქალზე?

13 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში 34 წლის ჟანა ხალილოვა საკუთარ სახლში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი 17 წლის შვილია. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

მოკლული ქალისა და მისი ოჯახის შესახებ ჟანა ხალილოვას მეგობარს, ლელა დიასამიძეს ექსკლუზიურად "კვირის პალიტრა" ესაუბრა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ვიღაც გამოთქვამს თავის აზრს, რომ შეიძლება ამ დანაშაულის უკან მისი ქმარი იდგეს. იმასაც ამბობს, ქმარს გაცილებული იყო და ქმარი ძალადობისთვის ციხეშიც იჯდაო.

- ეს მე წავიკითხე და გაოგნებული ვარ. რატომ დაწერეს ასეთი რამ, ვინ თქვა, არ ვიცი. ცოლ-ქმარი გაშორებულები არ იყვნენ, უბრალოდ ქმარი უფრო მეტად სოფელში იყო ხოლმე. ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო. გაგიჟებულია მომხდარით. უზომოდ განადგურებული იყო, კეთილი ადამიანია, ეს ბიჭი სოფელში მიდიოდა ხოლმე. სხვების ნათქვამზე მე არ ვაგებ პასუხს. ქმრის ოჯახს ვიცნობ და ისეთ დღეში არიან და ისე განიცდიან... ჟანა 20 წელი ცხოვრობდა იმ სახლში, 14 წლის ასაკში გათხოვდა. დედამთილი მოთქვამდა, შვილივით მყავდაო. განადგურებულები არიან. როგორც ვიცი, ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ წასულა გარდაბანში ნოვრუზი, იქიდან დაურეკავს პოლიციაში და იქ, გარდაბანში ჩაბარდა პოლიციას, იქიდან დარეკეს ლილოს პოლიციაში და შემთხვევის ადგილზე ისინი მოვიდნენ და ეს საშინელი სურათი დახვდათ. ყველანი შოკში ვართ. მეზობლებს გაუგიათ ყვირილის ხმაო, ამბობენ ჟურნალისტებთან ვიღაცები და არ ვიცი, ესეც არის თუ არა სიმართლე. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შვილი და შვილის მეგობარი მოკლავდა... ერთადერთი ეს შემიძლია გითხრათ, იმ ბიჭს რომ შევხედე სახეზე, არ მომეწონა, შინაგანად ასეთი რეაქცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტოლია. რაღაც არ მესიამოვნა. ჩემს შესვლაზე რეაქცია არ ჰქონიათ.

წყარო: kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა