თეგებით ძიება
15. 08. 2022 News-ები

რატომ მოკლეს 34 წლის ქალი? - მკვლელობის მოტივი ცნობილია

13 აგვისტოს თბილისში, 34 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ქალის 17 წლის შვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მეგობართან ერთად დედას დანით ჭრილობები მიაყენა. ორივე მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა.

ტელეკომპანიის ცნობითვე, არასრულწლოვანმა თავად აღიარა დედის მკვლელობის მოტივი, კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის ჟანა ხალილოვას, მის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან და სწორედ ამ საკითხის გასარკვევად, მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, ლილოს დასახლებაში, რის შემდეგაც გარკვეული საუბარი შედგა მშობელსა და ახალგაზრდებს შორის. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა დედას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სასიკვდილო - ყელის არეში. შემდეგ კი დანაშაულის ადგილი ორივემ დატოვა.

19 წლის ახალგაზრდაც დაკავებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.

ორივე დაკავებულს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჟანა ხალილოვას მკვლელობა, ბრალს დღეს ოფიციალურად გააცნობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა