თეგებით ძიება

850 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა - პრემიერი

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 850 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა.

"ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომელთა მდებარეობაა - ქუთაისი, თბილისი და ზუგდიდი. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს განვადებით მშენებლობის საკითხებზე, ძალიან მალე დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ დევნილებისთვის ათასობით ბინის მშენებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა