თეგებით ძიება
15. 08. 2022 News-ები

ვინ არის დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდის მეგობარი? - საქმის ახალი დეტალები

13 აგვისტოს თბილისში, 34 წლის ქალი მოკლეს. დედის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს ბრალს დღეს გააცნობენ.

არასრულწლოვანმა თავად აღიარა მოტივი. კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან. სწორედ ამის გასარკვევად არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, რის შემდეგაც ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში.

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგინების პროცესი 4 საათზე დაიწყება. არასრულწლოვანს მამამ და ოჯახის სხვა წევრებმა კერძო ადვოკატი აუყვანეს, შესაბამისად მის უფლებებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი აღარ დაიცავს.

19 წლის დაკავებყლი, რამილ ნასიბოვია, რომელთანაც მცხეთის იზოლატორში ცოტა ხნის წინ ადვოკატი იმყოფებოდა. მის უფლებებს სავალდებულო დაცვის ფარგლებში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს.

ადვოკატ ნინო ბერიშვილის თქმით, დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ადვოკატთან არცერთ საკითხზე არ უსაუბრია. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს გარკვეული შოკის მომენტი აქვს და იგი მძიმე მდგომარეობაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა