თეგებით ძიება

საწარმოები, რომლებიც მევენახისგან რქაწითელს და კახურ მწვანეს შეისყიდიიან არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებენ 35 თეთრს - სოფლის მეურნეობის მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ წლევანდელ რთველთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გააჟღერა. გადაწყვეტილება ასეთია - ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს.

„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მევენახისთვის. ჩვენ დაახლოებით 25 000 მევენახეზე ვსაუბრობთ და დაახლოებით 300-მდე საწარმოზე, რომლებიც ჩართული იქნებიან რთველის პროცესში. ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დარგის განვითარება, ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გვაქვს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ზრდა გვაქვს პრიორიტეტულ ბაზრებზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენების, ომის გამო, ბაზარზე, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, გვაქვს დაახლოებით 50%-იანი შემცირება, რამაც მთლიან, ღვინის პროდუქციის ექსპორტზე გარკვეული გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, მიღებულია სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ წელსაც ვეხმარებით დარგს, მევენახეებს, საწარმოებს, რომ შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, კახელი მევენახეები უკვე აპროტესტებენ ყურძნის ფასს და აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში მათ ვენახების გაჩეხვა მოუწევთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა