თეგებით ძიება
16. 08. 2022 News-ები

"გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასოდეს ნებდება" - კაცი, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა - ნელსონ მანდელას ციტატები

ნელსონ მანდელა - ანტიაპართეიდის მოძრაობის სამხრეთ-აფრიკელი აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში. მან ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო.

ნელსონ მანდელა გლობალურად განიხილება,როგორც დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის ხატი; მიღებული აქვს 250-ზე მეტი ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მას ღრმა პატივისცემით ეპყრობიან სამხრეთ აფრიკაში, სადაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „მადიბა“ (წოდება, რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და
პატივცემულ წევრებს ანიჭებენ) და "ერის მამას" უწოდებენ.

1. განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სამყაროს შესაცვლელად;

2. ყოველთვის შეუძლებელი ჩანს, სანამ არ გაკეთდება;

3. მაღალ მთაზე ასვლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ მთაგრეხილების გავლა მოგიწევთ;

4. მივხვდი, რომ გამბედაობა შიშის არარსებობას კი არ ნიშნავს, არამედ შიშზე ტრიუმფალურ გამარჯვებას. მამაცი ის კი არ არის, ვინც შიშს არ გრძნობს,
არამედ ის, ვინც ამ შიშს სძლევს;

5. გონიერი თავი და კეთილი გული შესანიშნავი კომბინაციაა;

6. თუ გინდა მტერთან მშვიდობის დამყარება, მასთან უნდა ითანამშრომლო. შემდეგ ის თქვენი პარტნიორი გახდება;

7. ვერცერთი ქვეყანა განვითარდება, თუ მისი მოქალაქეები არ იქნებიან განათლებულნი;

8. ინტერვენცია მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც დაინტერესებულ პირებს მშვიდობა სურთ;

9. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ, როცა პირველად შევხედე ვინი ნომზამოს, მივხვდი, რომ მინდოდა ის
ჩემი ცოლი გამხდარიყო;

10. გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასოდეს ნებდება.

https://www.brainyquote.com/authors/nelson-mandela-quotes_2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა