თეგებით ძიება
16. 08. 2022 News-ები

ისე ვიყავი გამწარებული, ჯიბიდან დანა ამოვიღე და დაახლოებით 6-7 ჭრილობა მივაყენე დედაჩემს – არასრულწლოვანის სკანდალური ჩვენება

დედის სატიკ მვკლელობაში ბრალდებული, 17 წლის ბიჭი ჩვენებაში წამის სიზუსტით აღწერს, როგორ დაგეგმა დედის მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე. ხალილოვი ყვება, როგორ სთხოვა მეგობარს ამ საქმეში დახმარება და როგორ შეპირდა, რომ მომხდარს მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებდა. ჩვენება "პირველებმა" მოიპოვა.

არასრუწლოვანი ჩვენებაში წერს, რომ მკვლელობა თავდაპირველად სულ სხვა სცენარით ჰოქნდა დაგეგმილი, თუმცა დედამ წინააღმდეგობა გაუწია და სხვაგვარად მოქმედება მოუწია.

ასევე, ირკვევა, რომ საზარელი მკვლელობის მოტივი ღირსების აღდგენა გახდა.

"მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადაგდების გზით. ვთხოვე, რომ ისიც წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე. იგი დამთანხმდა და შემპირდა, რომ დამეხმარებოდა დედაჩემის მკველობაში. იმ საღამოს დავგეგმეთ, რომ ჟანა ხალილოვა დაგვეთრო, რის შემდეგაც მე ჟანას ფანჯრიდან გადავაგდებდი, ხოლო რამილი დამეხმარებოდა მის გადაგდებაში. როცა დედაჩემმა საღამოს სუფრის ალაგება და სამზარეულოში გატანა დაიწყო, მოქმედებაზე გადავედით, შევედი ოთახში, ვწვდი ფეხებში, ავწიე, მაგრამ წინააღმდეგობას მიწევდა. მე უკვე ისე ვიყავი გამწარებული, ჯიბიდან დანა ამოვიღე და დაახლოებით 6-7 ჭრილობა მივაყენე დედაჩემს. რამილი პირსახოცს აფარებდა მას, რომ არ ეყვირა. როცა დავრწმუნდით, რომ მოვკალით, მისივე მანქანაზე დავსხედით და დანა შორიახლოს, ჩინელების დასახლებაში გადავაგდეთ", - წერს ჩვენებაში 17 წლის ნოურუზ ხალილოვი.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს თბილისში, 34 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ქალის 17 წლის შვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მეგობართან ერთად დედას დანით ჭრილობები მიაყენა. ორივე მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა