თეგებით ძიება

"ეს ბოროტების სიმბოლო მოიგლიჯება!" - სამოქალაქო აქტივისტები ჩაქვში რუსეთის დროშის ჩამოსახსნელად მიდიან

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ნიო ბოლქვაძე ჩაქვში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს:

"მოკლედ ეს ფოტო გადავიღე ეხლახანს, ხოდა ჯერ ძაან ისე ვაკვირდებოდი მეთქი მეჩვენება აშკარად, ჩატში ჩავუგდე გოგოებს, რის შემდეგაც 1 ქალი და ორი კაცი რასაც ქვია გამომივარდა, კაცები რუსულად ყვიროდნენ რაღაცას. ქალმა მომაძახა და რას უზამ ეხლა მაგ ფოტოსო, ძაან ავნერვიულდი, მაგრამ არ ვიცი ეს რაში ჯდება , რომელ მორალურ ჩარჩოში ან საერთოდ რატომ ხდება ასეთი რაღაც ქვეყანაში, სადაც უკრაინას რომ თავი დავანებოთ ჩვენთვისაც ოკუპანტები არიან.. აი რავი ბოლოს ბინდი რო გადამეკრა მილიონჯერ დავგუგლე ხო არ მეშლება ფერები-თქო", - წერს ბოლქვაძე.

ფაქტს, სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბონდო თედორაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ აქტივისტები ჩაქვში რუსეთის დროშის ჩამოსახსნელად მიემართებიან.

“დაახლოებით ორ საათში ან უფრო ადრე ვიქნებით ჩაქვში! ეს ბოროტების სიმბოლო მოიგლიჯება! ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია ეს მარაზმი! ძალოვანი სტრუქტურები კი საერთოდ! კანონსაც ვერ აღასრულებთ?! გაფრთხილებთ: წინ არავინ დაგვიდგეს!”, – წერს თედორაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა