თეგებით ძიება
16. 08. 2022 სპორტი

"ქართველი მესი..." - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ქართველო ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური მედია "ქართველ მესიდ" მოიხსენიებს.

"ქართველი მესი, რომელიც ნაპოლს აგიჟებს“, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მედია.

კვარაცხელია „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც შეაფასა.

"ხვიჩა დაუფიქრებლად შევიდა ბრძოლებში, რაც შეიძლებოდა გუნდისთვის ნაპერწკალი ყოფილიყო. მაგრამ სრულფასოვანი ფეხბურთელია, მშვენიერი გოლი გაიტანა. მერე კუნთების მცირე დაჭიმვა იგრძნო, დებიუტით აღელვებული იყო. ის ძალიან მოუმატებს“.

სპალეტის კითხვა დაუსვა ქართველმა ჟურნალისტმა სალომე ხარატიშვილმა, რომელიც „ლელოსთან” თანამშრომლობს:

"კვარა ზედმეტად ემოციურია და ეს ეტყობოდა კიდეც. ფიზიკურად კიდევ უნდა მომწიფდეს და ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი ძალა გამოავლინოს. ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ გუნდში, რაც დაგვანახა კიდეც. ეს კი კარგია ჩვენთვის და ასევე თქვენთვის! გასაოცარი ქვეყანა ხართ! ყოჩაღ“, - განაცხადა მწვრთნელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა