თეგებით ძიება
16. 08. 2022 News-ები

ბავშვი მომიყვა, ნიკოლოზმა ვიღაც გოგო გამაცნო და მითხრა, ეს შენი მეორე დედა არისო. მეუბნებოდა, რომ ისინი იწვნენ საწოლზე, კოცნიდნენ ერთმანეთს და მე ვუყურებდიო - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური ჩვე

ბასილაშვილ-დოროყაშვილის სკანდალი გრძელდება - ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე საქალაქო სასამართლოში ერთობლივი ცხოვრების სკანდალურ და შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს.


როგორც ირკვევა, ბასილაშვილები დოროყაშვილს შვილის წართმევით ემუქრებოდნენ და ბავშვს დედის წინააღმდეგ განაწყობდნენ. ნელი დოროყაშვილის მონაყოლით ასევე ირკვევა, რომ ხშირ შემთხვვაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მათი არასწრულოვანი შვილიც იყო.

დოროყაშვილი ამბობს, რომ როდესაც მათი შვილი 2 კგ დაიბადა, დედამთილი ამაზე საუბარს უკრძალავდა და ნეკას აბრალებდნენ , რომ დღენაკლული ბავშვი გააჩინა.

„ბავშვმა მითხრა, ესეც მითხრაო, შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი და იმ სახლში არ წახვიდე, მგლები არიანო. ძაან შეშინებული იყო, მომიყვა, როგორც დაარტყა ნიკოლოზის დედამ თავში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და შემდეგ გამოეწერა ნატალიას, ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი. ერთხელ ჰყავდა ნიკოლოზს ბავში წაყვანილი და როდესაც მომიყვანა, ბავშვი იყო შარვლის გარეშე, ჩასველებულ მდგომარეობაში. იყო მშიერი. მითხრა, მეო ნიკოლოზმა ვიღაც გოგო გამაცნოო, სახელი მითხრა, აღარ მახსოვს და ასე მითრაო, რომ ეს შენი მეორე დედა არისო. მეუბნებოდა შემდეგ, რომ ისინი იწვნენ საწოლზეო, კოცნიდნენ ერთმანეთს და მე ვუყურებდიო. ასევე ასე მითხრა ლუკამ, რომ ნიკოლოზმა მითხრა, რომ დედაშენი შენთან არ მარეკინებსო“
, - ციტირებს "ტვ პირველი" დოროყაშვილს.

ვარსკვლავური ოჯახის დამალულ ამბებს ნელი დოროყაშვილი უკვე რამდენიმე საათია პირდაპირ სასამართლო დარბაზში საჯაროდ ყვება.

გამაოგნებელ ბრალდებებს მდუმარედ უსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის პროცესსს უცხოეთიდან დისტანციურად ესწრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა