თეგებით ძიება
16. 08. 2022 მსოფლიო

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი თურქეთსა და საქართველოს ემუქრება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ტიპის რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და თურქეთს ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისი თქმით, სადგურის ხელში ჩაგდებით და იქ სამხედრო ტექნიკის განთავსებით რუსეთმა ძალზე სახიფათო სიტუაცია შექმნა.

"სადგური დღეს დე ფაქტო დანაღმულია, თუ კატასტროფა მოხდა, შედეგები იმ ქვეყნებზეც აისახება, ვინც დღეს გაჩუმებულია. რუსულმა ძალებმა სადგურის ტერიტორია და მოსაზღვრე რაიონები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ “, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიო ათწლეულობით იბრძოდა ბირთვულ მასალებზე და ბირთვულ უსაფრთხოებაზე სათანადო კონტროლის დასამყარებლად, ახლა კი ამის განხორციელება ვერ ხერხდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა