თეგებით ძიება

"კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“ - ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოსამართლე, ნანა ჩალათაშვილმა სპორტის მასწავლებელი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ეხმაურება.

"რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:

სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)

დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.

მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ“, - წერს სალომე ბარკერი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა