თეგებით ძიება
16. 08. 2022 მსოფლიო

2 წლის ბავშვმა გველს უკბინა და მოკლა - უცნაური შემთხვევა თურქეთში

თურქეთის სოფელ კანტარში უცნაური შემთხვევა მოხდა. სახლის უკანა ეზოში 2 წლის გოგო თამაშობდა, რომელსაც ტუჩზე გველმა უკბინა. გოგონას რეაქცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - მან გველი დაიჭირა და უკბინა. გველი მოკვდა.

გოგონას, მეზობლებმა მაშინ მიუსწრეს, როცა მას, თითქმის 50 სმ გველი კბილებით ეჭირა.

ბავშვს პირველადი დახმარება იქვე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა