თეგებით ძიება
16. 08. 2022 მსოფლიო

ჯგუფ „DDT“-ს სოლისტი იური შევჩუკი „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს

რუსეთის ქალაქ უფის სასამართლომ, ჯგუფ „DDT“-ს სოლისტი, იური შევჩუკი 50 ათასი რუბლით (883 აშშ დოლარი) დააჯარიმა. ამის მიზეზი გახდა მუსიკოსის სიტყვები სამშობლოზე და ომზე, რომლებიც მან უფაში გამართულ კონცერტზე, მაისში წამოთქვა.

ბრალდების მტკიცებით, შევჩუკმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვები „სპეცოპერაციის“ შესახებ, მას „ნაპოლეონური გეგმები“ უწოდა და ამგვარად რუსეთის არმიის დისკრედიტაცია მოახდინა.

სასამართლოსადმი მიმართვაში შევჩუკმა განაცხადა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველა ომს ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ დროში. მისი თქმით, ჯერ კიდევ 1980 წელს დაწერა ამის შესახებ სიმღერა „არ ისროლო“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა