თეგებით ძიება
16. 08. 2022 მსოფლიო

სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა

ერევანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიიღო.

ცნობისთვის, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ირანის და ერთი რუსეთის მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის ბავშვი და ერთი ორსული ქალია. ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა