თეგებით ძიება

"რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა" - ნიკა მელია ოცნებიდან წასულების განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას აფასებს და წერს, რომ რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა.

"რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა.
სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ.
რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს:

1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის - რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას;

2. ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას;

3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს;

4. განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.

5. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს", - წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი წერილი გაავრცელეს.

ისინი აშშ-ის საელჩოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ "უხეშ და უპატივცემულო დამოკიდებულებაში" ადანაშაულებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა