"არასდროს მოუსმინო ფრაზას: „შენ ეს არ შეგიძლია!" - არნოლდ შვარცნეგერის გამონათქვამები, რომლებიც შთაგაგონებთ, რომ არასოდეს დანებდეთ
არნოლდ შვარცნეგერი, მეტსახელად "ავსტრიული მუხა" - ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი 2003-2011 წლებში. 2004-2007 წლებში ჟურნალმა Time-მა შვარცენეგერი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. მან სახელი გაითქვა ფილმებით: „ბარბაროსი კონანი“, „ტერმინატორი“, „მტაცებელი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“.
1986 წელს არნოლდ შვარცნეგერი დაქორწინდა მარია შრაივერზე, პრეზიდენტ ჯონ კენედის დისშვილზე. ისინი 2011 წელს დაშორდნენ, რადგან მსახიობმა
აღიარა, რომ 1997 წელს მისგან საკუთარი სახლის დამლაგებელმა შვილი გააჩინა.
გთავაზობთ არნოლდ შვარცნეგერის გამონათქვამებს, რომლებიც შთაგაგონებთ, რომ არასოდეს დანებდეთ:
1. ძალა არ მოდის გამარჯვებით. თქვენს ძლიერ მხარეებს თქვენი ბრძოლა ავითარებს. როცა გადალახავ გაჭირვებას და გადაწყვეტ, არ დანებდე, სწორედ
ეს არის ძალა;
2. მომავალი არის მწვანე ენერგია, მდგრადობა, განახლებადი ენერგია;
3. წარმატების კიბეზე ასვლას ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვერ შეძლებ;
4. კიდევ უფრო გააფართოვეთ თქვენი შესაძლებლობები და არასოდეს მოიხედოთ უკან;
5. უმწეობა, დანებების რეაქცია გამომდინარეობს რწმენიდან, რომ რასაც აკეთებ, უმნიშვნელოა;
6. დამარცხება არ არის განაჩენი. ყველამ უნდა მიაღწიოს წარმატებას;
7. წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი არის ხედვის შექმნა, რადგან როცა მშვენიერებას ხედავ, ეს ქმნის ძალას;
8. არასდროს მოუსმინო ფრაზას: „შენ ეს არ შეგიძლია!;
9. ნუ იწუწუნებ!
10. პოზიტიური აზროვნება შეიძლება გადამდები იყოს. წარმატებულთა გარემოცვაში ყოფნა დაგეხმარებათ, რომ თქვენც ასეთად ჩამოყალიბდეთ.
https://motivationgrid.com/arnold-schwarzenegger-quotes/