თეგებით ძიება

"ვინც კიდევ საუბრობთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკს" - რას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე?

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება და რუსულ ეკონომიკაზე წერს:

"დავალება - იპოვეთ რუსეთის ეკონომიკა.
რუსეთის ეკონომიკა 12,04%-ით მცირდება წელს.
ამ გრაფიკის შექმნის შემდეგ, კიდევ შემცირდა 1.78 ტრილიონამდე.
გაისად 1.6 გახდება.
მომდევნო წელს კი 1.4.
და ამ ეკონომიკის მქონე ქვეყანა ფიქრობს, რომ მოიგებს ომს?!
ვინც კიდევ საუბრობთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკს.
ამას ემატება ის, რომ რუსეთში დაიბადა კოვიდის “რუსული” ვარიანტი და ოფიციალურად დღეში 30,000-მდე ადამიანი ინფიცირდება, რეალურად კი ამ ციფრს ერთი ნული უნდა დავუმატოთ…
????????უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ეს გამარჯვება ასევე იქნება ????????საქართველოს გამარჯვება!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadzev

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვლის ბოლოს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა