თეგებით ძიება

ტრაგედია კარალეთში - ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი ცხინვალის რეგიონიდან, სოფელ თამარაშენიდან არის დევნილი. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა