თეგებით ძიება

საერთო სისუსტე აქვს მკვეთრად გამოხატული - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"საერთო სისუსტე აქვს მკვეთრად გამოხატული. ელოდება ექსპერტების ჩართულობას ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევასთან დაკავშირებით. ხვალ განმეორებით უღებენ „კატეს“ კონტრასტით, ეს ვიცი და ამისთვის ამზადებენ, დამატებით კიდევ რამდენიმე ანალიზი გაკეთდება. ის, რაც მოითხოვეს უცხოელმა ექსპერტებმა.

ვუთხარი, ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც დაიღუპა ხერსონთან, წარმოგიდგენიათ მისი მდგომარეობა, განიცდის ამ ბრძოლას, ყველა დანაკარგს“, - განაცხადა ხერხეულიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა