თეგებით ძიება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N1-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 აგვისტოს ღამის 00:30 საათიდან 20 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქინძმარაულის ქუჩასა და შესახვევს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, მოსკოვის გამზირის II, IV,V კვარტალებს, ბაბუციძის, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს დასახლებას, საფერავის, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, ლერწმის, მანავის, არტურ ლაისტის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა