თეგებით ძიება

„ცივილიზებული კაცობრიობა უკრაინის ვალიდან ვერ ამოვა ვერასდროს“ - ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დიდი ისტორიული მოვლენები და პროცესები მოგეხსენებათ დისტანციიდან უფრო განსხვავებულად და კარგად ჩანს. უკრაინაში შეჭრის პირველი ეტაპი, ანუ კიევზე შეტვა ფაქტიურად ერთი ცალკე აღებული დასრულებული პროცესია, რომელსაც ბოლო დროს ვიხსენებ ხელახლა, ყველა დეტალს. დღეს უფრო მეტი ნიუანსია გასაჯაროებული და საშუალებას გაძლევს გარკვეული ეპიზოდები ხელახლა გაიაზრო. მომავალში კიდევ ბევრი ისტორია დაიწერება და გადაიწერება, მაგრამ გინდა ასე შეხედე, გინდა ისე, რეალურად სასწაულის მომსწრეები გავხდით. ფაქტიურად უიარაღო უკრაინამ პუტინის რუსეთი დალეწა კიევთან შიშველი ხელებით. ომი პუტინმა მაშინ წააგო. მას შემდეგ უბრალოდ წვალობს. მას შემდეგ მისი საცეცებიც შოკიდან ვერ გამოდიან, ამ ჩვენი ხვითოს ჩათვლით და სულ შოკური კონვულსიებია ყველაფერი, რასაც ვუყურებთ აქ ბოლო თვეები, თავის სოზარებიანად.

დიდება უკრაინას. მათი ვალიდან ვერ ამოვა ვერასდროს ცივილიზებული კაცობრიობა“, - წერს ჯანგირაშვილი.

დიდი ისტორიული მოვლენები და პროცესები მოგეხსენებათ დისტანციიდან უფრო განსხვავებულად და კარგად ჩანს. უკრაინაში შეჭრის...Posted by Nino Jangirashvili on Thursday, 18 August 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა