თეგებით ძიება
19. 08. 2022 News-ები

"არ იგრძნო თავი მარტოდ, მთელი სამყარო შენშია" - რუმის მოტივაციური ციტატები, რომლებიც საკუთარ თავს გაპოვნინებთ

რუმი (ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი) - XIII საუკუნის სპარსი პოეტი, იურისტი, მუსლიმისწავლული, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი. ცნობილია თავისი ლექსებითა და დიდაქტიკური ეპოსით - „სულიერი წყვილები“, რომელმაც ფართო გავლენა მოახდინა მისტიკურ აზროვნებასა და ლიტერატურაზე მთელ მუსულმანურ სამყაროში. რუმის გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა ჩამოაყალიბეს მევლევის ორდენი ანუ „მბრუნავ დერვიშთა საძმო“, რომლის
წევრებიც სიცოცხლის იდუმალებასა და სიბრძნეში წვდომას ცდილობდნენ სულიერი ექსტაზის, სიმღერის, ცეკვისა და პოეზიის საშუალებით. ასევე რუმის ნაწარმოებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინდოეთის ქვეკონტინენტზე. მე-20 საუკუნის ბოლოს მისი პოპულარობა გლობალურ ფენომენად იქცა, მისმა პოეზიამ ფართო აღიარება მოიპოვა დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

გთავაზობთ რუმის მოტივაციურ ციტატებს, რომლებიც საკუთარ თავს გაპოვნინებთ:

1. ნუ დარდობ. ყველაფერი, რასაც კარგავ, სხვა ფორმით დაგიბრუნდება;

2. იმ წუთს, როცა ჩემში პირველი სიყვარული შევიგრძენი, ბრმად დავიწყე შენი ძებნა. შეყვარებულები საბოლოოდ არ ხვდებიან სადმე. ისინი სულ ერთმანეთში არიან;

3. მეგობრული რჩევა: დახურე პირი და გაჩუმდი, რადგან შენივე ენა შენი სულის მტერია. როცა ბაგეები დუმს, გულს ასი ენა აქვს;

4. თუ გულის სარკე მოწყენილია, სახეზე ჟანგი ირეკლება;

5. რამდენიც არ უნდა ვეცადო სიყვარულის ახსნა-განმარტებას, ყოველთვის მრცხვენია... მხოლოდ თავად სიყვარულს შეუძლია ახსნას სიყვარულისა და შეყვარებულების საიდუმლოებები;

6. რასაც შენ ეძებ, ისიც შენ გეძებს;

7. არ იგრძნო თავი მარტოდ, მთელი სამყარო შენშია;

8. შენ არ ხარ წვეთი ზღვაში. შენ ხარ მთელი ოკეანე, წვეთად;

9. გუშინ ჭკვიანი ვიყავი, ამიტომ სამყაროს შეცვლა მომინდა. დღეს ბრძენი ვარ და საკუთარ თავს ვცვლი;

10. ჭრილობა არის ადგილი, საიდანაც სინათლე შემოდის შენში.

https://leverageedu.com/blog/rumi-quotes/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა