თეგებით ძიება

"ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმაც აღარ იყოო, როგორც ჩანს, საშველად გადახტა" - რას ჰყვებიან უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე?

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, მაშველებმა გვიან ღამით 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

გარდაცვლილები ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები საბანაოდ მამიდაშვილთან ერთად იყვნენ წასულები.

"აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში, მამაც კახეთიდან არის, წარმოშობით. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა