თეგებით ძიება

"სანამ უკრაინაში ომია, დღესასწაულებიც და უსასწაულო დღეებიც მხოლოდ მათით იწყება და დაიწყება" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელშივფერიცვალების დღესასწაულთან დავაკშირებით წერს.

"სანამ უკრაინაში ომია, დღესასწაულებიც და უსასწაულო დღეებიც მხოლოდ
მათით იწყება და დაიწყება. ხოდა ფერიცვალებამ მოუტანოს გამარჯვება და მშვიდობა და ჩვენზეც გავრცელდეს ეს. გველეშაპს კუდი ჩვენს ქვეყანაში აქვს. ყველანაირად ევნენ აქამდე და ყველა გამოცდა ჩააბარეს, გამბედაობის, სიყვარულის, ერთგულების, ერთად დგომის, სიმტკიცის.

ამ ფერიცვალების დღიდან მხოლოდ შეტევაზე გადადიოდნენ და მათ შეტევას მტერი იგერიებდეს და აღარასდროს პირიქით. დიდება უკრაინას და მათ და ჩვენს
გმირებს, ვისი სისხლითაც შევაკავეთ ყველა ბოროტება და ვისი მსხვერპლის ხარჯზეც დღეს პარიზებში დავდივართ საქმიან შეხვედრებზე თუ შიბლეტების საყიდლად. ნამდვილი ფასი გაგვეგოს ამ სისხლის, ჩვენი ქვეყნის და საკუთარი შვილების არადახშული, არამედ უსაზღვრებო, ღია
მომავლის", - წერს ფსიქოლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა