თეგებით ძიება

"ბავშვები სტუმრად ჩამოვიდნენ და ეს ამბავი დატრიალდა, ბიჭები დარდობენ, ვისაც შეხვდნენ, ნეტავ შეგვეჩერებინაო" - რას ამბობენ ადგოლობრივები უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე?

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, მაშველებმა გვიან ღამით 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

გარდაცვლილები ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები საბანაოდ მამიდაშვილთან ერთად იყვნენ წასულები.


"გვიანობამდე მუშაობდნენ და იპოვეს. არხში გვირაბებია, ადრე გაბმული იყო რაღაც მავთულები, ახლა აღარ არის. ორი გვირაბი ჰქონდათ გავლილი და ნორიოსკენ, ახალსოფელთან იპოვეს. იქით წაიღო ორივე, დინებამ. საშინელება ხდება აქ, მთელი სოფელი ტირის. ბავშვები სტუმრად ჩამოვიდნენ და ეს ამბავი დატრიალდა. ბიჭები დარდობენ, ვისაც შეხვდნენ, ნეტავ შეგვეჩერებინაო. ეს ნათესავი რა დღეშია, ხომ წარმოგიდგენიათ", - თქვა ,,პრაიმტაიმთან" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტრეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე იორში, 16 და 20 წლის ძმები გუშინ გაუჩინარდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა