თეგებით ძიება

"დაუძახია მიშველეო, მერე ძმა გადახტა საშველად, არც იცოდნენ ცურვა..." - როგორ დაიღუპნენ 16 და 20 წლის ძმები?

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, მაშველებმა გვიან ღამით 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

გარდაცვლილები ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

"კანალებზე ასულან. პატარა ძმას ფეხი ჩასცდომია და სადღაც 20 მეტრში ყოფილან გვირაბამდე. იმ გვირაბში ის რომ შევიდა, დაუძახია მიშველეო, მერე ძმა გადახტა საშველად. საბანაოდ არ იყვნენ, ტყეში წავიდნენ, სტუმარი ჰყოლიათ... არც იცოდნენ ცურვა და ძალიან სწრაფი მდინარეა.. იქ რომ ჩახვიდე, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ ამოხვალ. არხი დააშრეს ბოლომდე და სიმინდებში იყვნენ გატანილი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა