თეგებით ძიება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

იგი ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.

პანაშვიდს საქართველოში უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ესწრება.

“სამწუხაროდ, ომი გრძელდება. ჩვენი გმირები, ჩვენი დამცველები როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად იღუპებიან", - განაცხადა გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა