თეგებით ძიება
19. 08. 2022 News-ები

რა ხდება ბადრი ესებუას საქმეზე? - ვახტანგ გომელაური განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადეით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის თავდამსხმელის ძებნის პროცესი გრძელდება.

"გამოძიება იგივე ეტაპზეა, ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ. ახალი არაფერი არ გვაქვს ნამდვილად", - აცხადებს გომელაური.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა. მოგვიანებით ესებუამ მძევლეწბი გაათავისუფლა, თვითონ კი ფულთან ერთად მიიმალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა