თეგებით ძიება

"ნუ ცდილობთ სხვისი დაცინვის ხარჯზე საკუთარი “კაი ქალობის” დამტკიცებას…" - ვის მიმართავს მაია დარსმელიძე?

მომღერალი, მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

"ქალებო! მოძალადის გამამართლებელი “მაგრამები” მხოლოდ ახალისებს ფემიციდს… სხვისკენ ნიშნის მოგებით გაშვერილი თითი თქვენ ვერანაირ სარგებელს ვერ მოგიტანთ, მხოლოდ მორიგ პოტენციურ მოძალადეს ახალისებთ და ამით ამ კოშმარის მხოლოდ თანამზრახველი ხდებით.
ნუ ცდილობთ სხვისი დაცინვის ხარჯზე საკუთარი “კაი ქალობის” დამტკიცებას… ამ ბოროტი ქილიკით ვერც თქვენი წარსული ირეცხება და ვერც პატიოსნების დროშად გადაიქცევით.

სანამ თქვენთვის უცნობი ქალისკენ გაშვერილი ტალახიანი თითით საკუთარ “ხაზგასასმელ” პატიოსნებას ამაყი ჩუქურთმებით აფორმებთ, მორიგი ქალის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას”, - წერს დარსმელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა