თეგებით ძიება

როცა მარხვას ვიცავდით, გომელაური დაგვცინოდა, მისი მეუღლე ამბობდა, ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო, ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, ღმერთთან ვერ ჩააწყობ" - გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით სიმართლე თქვას. ინფორმაციას "ფორტუნა" ავრცელებს.

„ახლა რასაც ლაპარაკობს და ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდა, ალბათ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა, გამოსულიყო და საჯაროდ ეთქვა ეს მორიგი ტყუილი. მან დაურეკა ზუსტად ოთხჯერ და მან გადასცა სოსო გოგაშვილს, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

მაგათ ხელშია კამერებიც, ანძებიც, ის ნომერი, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაიმახსოვრა, შეუძლიათ, ანძების მეშვეობითაც დაამტკიცო, რომ ზარი ნამდვილად განხორციელდა, კამერების საშუალებით შეუძლიათ ნახონ, როგორ გაიყვანეს იოსებ გოგაშვილი.

ღმერთის ეშინოდეს, მაგრამ მაგას ღმერთის არც ეშინია და არც სწამს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენი ოჯახი ყოველთვის მარხვას ვიცავდით, ვახტანგ გომელაური დაგვცინოდა ხოლმე, რომელ ეკლესიაზე და აღსარებაზე მესაუბრებითო – სულ მაგას იძახდა და მაგის მეუღლე მიუტრიალდებოდა ხოლმე და ეუბნებოდა, „ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო“ – ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობ“, – აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.

გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს და აბსურდს უწოდებს ბრალდებას მუქარასთან დაკავშირებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა