თეგებით ძიება
19. 08. 2022 მსოფლიო

ქოლგის დაცემის შედეგად ქალი გარდაიცვალა - რა მოხდა სანაპიროზე აშშ-ში?

ქოლგის დაცემის შედეგად 63 წლის ქალი გარდაიცვალა სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე მოხდა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ძლიერი ქარის გამო, ქოლგა ქალს მკერდის არეში დაეცა. ქალი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმის თქმით, გარდაცვალების მიზეზი ქოლგის ღერძით მიყენებული მკერდის ტრავმა იყო.

აშშ-ის ფედერალური სააგენტოს სტატისტიკით, ყოველწლიურად სანაპიროს ქოლგით დაახლოებით 3000 ადამიანი ზიანდება. რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მას მკერდის არეში ქოლგის წვეტიანი ბოლო დაეცა. დაშავებული კი გზაში მანამდე გარდაიცვალა, სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა