TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ვადაგასული პროდუქტებით გვაკეთებინებენ, გულს მირევს ამაზე ფიქრი, მითხარით, როგორ მოვიქცე?" – რას წერს ჰიპერმარკეტის თანამშრომელი?
  • "ვადაგასული პროდუქტებით გვაკეთებინებენ, გულს მირევს ამაზე ფიქრი, მითხარით, როგორ მოვიქცე?" – რას წერს ჰიპერმარკეტის თანამშრომელი?

    ახალგაზრდა ქალი სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში შემაშფოთებელ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ის წერს, საქართველოს ერთ-ერთი ჰიპერმარკეტების ქსელის საცხობში ვადაგასულ პროდუქციას იყენებენ.


    "გამარჯობათ, გოგოებო. მჭირდება თქვენი რჩევა. ვმუშაობ ერთ-ერთ ჰიპერმარკეტების ქსელში. მაქვს მზა კვების სექციასთან შეხება, სადაც აკეთებენ პიცას, ბლინებს, აცხობენ პურებს, ცომეულს და ა.შ.

    ახლა რაშია საქმე. ძალიან ხშირად გვაკეთებინებენ პიცის და ბლინის ცომს ვადაგასული პროდუქტებით. ერთი კვირის ვადაგასული პიცის ცომით, ლორწომოდებული ლორით, ვადაგასული კვერცხით და რძით.

    ვიცი, რომ ეს სასტიკად დაუშვებელია, მაგრამ მე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს. ყველაზე დაბალ საფეხურზე ვმუშაობ. ძალიან არ მომწონს, რასაც ვაკეთებ და გულს მირევს იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც ჩემ მიერ გაკეთებულ მავნე საკვებს მიირთმევს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღაზია ზარალზე არ გავიდეს.

    ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? სად უნდა დავაფიქსირო, ოღონდ ანონიმურად რომ დავრჩე, თორემ, რა თქმა უნდა, სამსახურს დავკარგავ”, – წერს ჰიპერმარკეტის თანამშრომელი.


    წყარო: სარკე
    მასალის გამოყენების პირობები
    3 515 ნახვა