თეგებით ძიება

"ბიძინა ივანიშვილს ისე ექცევიან, თითქოს რომელიმე დიქტატორის ბრძანება იყოს" - რას წერს ირაკლი ლატარია?

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში გოგა ხაინდარავას განცხადებას ეხმაურება და წერს:

"ამდენი ხანი მინდინარეობდა დავა, ამხელა თანხებზეა საუბარი და გეგონება რომელიმე ბანანის რესპუბლიკაში ხდებოდეს ეს ყველაფერი და არა შვეიცარიაში. მართლა გასაოცარია პირდაპირ, სამართლებრივი დავა მოგებულია და ბიძინა ივანიშვილს ისე ექცევიან, თითქოს რომელიმე დიქტატორის ბრძანება იყოს, რომ კანონი არაფრად მიიჩნიონ და უბრალოდ ადამიანი დაჩაგრონ...

ვეთანხმები ხაინდრავას, ასე ერთხმად ატეხილი ამბები არ მგონია იყოს შემთხვევითი და დირიჟორის გარეშე...

გოგა ხაინდრავა: როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას, ნიშნავს, რომ მას ჰყავს დირიჟორი – ეს ცალსახაა და ეს დირიჟორი არ არის შვეიცარიაში", - წერს ლატარია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა