თეგებით ძიება
19. 08. 2022 მსოფლიო

ბელორუსები უკრაინის წინააღმდეგ ომს არ აპირებენ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელორუსები უკრაინის წინააღმდეგ ომს არ აპირებენ.

"არც კი იფიქროთ, რომ მე აქ რაღაცა შეტევას ვამზადებ და ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას დავბომბავ. მე არ მსურს, რომ ჩემმა და თქვენმა შვილებმა იომონ. რისი გულისთვის? დღეს უკრაინა არ იბრძვის. რუსეთთან დღეს ნატოს ბლოკი იბრძვის, პირველ რიგში ამერიკა“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

"უნიანის“ ცნობით, ან განცხადებების მიუხედავად, ბელარუსი დღესაც ეხმარება რუსეთს შეიარაღებით, ასევე საშუალებას აძლევს, რომ მისი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქებზე იერიშები განხორციელდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი 24 აგვისტოს, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მასირებული საჰაერო თავდასხმას მოაწყობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა