თეგებით ძიება
19. 08. 2022 News-ები

მეუღლე შურისძიების მოტივით დაახრჩო - მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა