თეგებით ძიება

„იმ ვალეში ნაპოვნ ქალს – მკვლელთან ერთად სახელმწიფო სჭრიდა ყელს და ოზურგეთშიც იმ ქალს, ყოფილ ქმართან ერთად სახელმწიფო კლავდა თავისი დანაშაულებრივი, სისტემური უმოქმედობით!“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ქვეყანაში ქალებზე ძალადობისა და მკვლელობის გახშირებულ ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„დღეს, კაცმა ქალი გაგუდა. გუშინ იპოვეს ყელგამოჭრილი ქალი, 12 აგვისტოს – ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი! ერთ კვირაში ხდება ყველა ეს შემზარავი მკვლელობა!

ქალებს უმოწყალოდ ხოცავენ და მათ არ იცავს არავინ – არც სახელმწიფო, არც პოლიცია!

ან ვის სცალია მათ დასაცავად, როცა მათ ამხელა საზრუნავი აქვთ – მხოლოდ ივანიშვილის დაცვით არიან დაკავებული, იცავენ ყველასგან – ჩვენგან თუ ნიავისგან, რომ ემანდ, ცივად არ დაუბეროს.

ამასობაში კი შემთხვევები თითქმის ნორმად იქცა.

სახელმწიფოს ამ მხრივაც დავიწყებული აქვს თავისი ფუნქცია. ასე რომ, თითოეული ამ ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება! დიახ, ავლევში, იმ ქალს, იმ ნაძირალა კაცთან ერთად სახელმწიფო გუდავდა! დიახ, იმ ვალეში ნაპოვნ ქალს – მკვლელთან ერთად სახელმწიფო სჭრიდა ყელს და ოზურგეთშიც იმ ქალს, ყოფილ ქმართან ერთად სახელმწიფო კლავდა თავისი დანაშაულებრივი, სისტემური უმოქმედობით!“ - წერს ნიკა მელია.

დღეს, კაცმა ქალი გაგუდა. გუშინ იპოვეს ყელგამოჭრილი ქალი, 12 აგვისტოს - ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი!

ერთ...Posted by Nika Melia on Friday, 19 August 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა