TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
პატარა ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა 20-30 პროცენტით მომატებულია - გუგა ქაშიბაძე
  • პატარა ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა 20-30 პროცენტით მომატებულია - გუგა ქაშიბაძე

    დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა დაახლოებით 20-30%-ით არის გაზრდილი.

    როგორც ქაშიბაძე ამბობს, დამწვრობით ცეტრს წელს 30-მა ბავშვმა მიმართა.


    „სამწუხაროდ, პატარა ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა მომატებულია დაახლოებით 20-30 პროცენტით. ეს არ არის რუჯის მიღების მიზნით მიღებული დამწვრობა. უბრალოდ, აუზის პირას, ზღვის სანაპიროზე ხანგრძლივად თამაშობენ და მათი ბავშვის კანი ძალიან თხელია. განსაკუთრებულად დიდი ხნით დაყოვნებაა საჭირო იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღონ. ახლა სტაციონარში ხუთი წლის ბავშვი მკურნალობს, რომლის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მას მზისგან ისეთი დაზიანება ჰქონდა, რომ დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა, გადასხმები, ამბულატორიული ტესტები, მკურნალობა და ა.შ.

    ყველაზე მძიმე შემთხვევა გვქონდა წელს, როდესაც ჩვენთან ორი წლის ბავშვი მოიყვანეს. რეანიმაციაში მოხვდა. ბავშვი ჩამოიყვანეს ბათუმიდან, არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. აუზთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა. ასევე წელს ცენტრს სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 30-მა ბავშვმა მიმართა. ყველაზე პატარა იყო ორი წლის. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან დიდი რაოდენობა მოდის ათ წლამდე ბავშვებზე", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

    მასალის გამოყენების პირობები
    181 ნახვა